თბილისის N117 სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
23-10-2026

თბილისის N117 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, დამრიგებელ მაია ბურდულის ხელმძღვანელობით, დაუვიწყარ ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურეს და საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

 ბავშვები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ნახეს და მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია, თავად კი საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს - პეპი გრძელწინდა, კარლსონი და სხვა ზღაპრული გმირები საკლასო ოთახში გაცოცხლდნენ. 

 „ეს დღე მხოლოდ მხიარული და დასამახსოვრებელი შეხვედრა არ ყოფილა IIბ კლასისთვის - ის კიდევ ერთი ნაბიჯია ბავშვებში წიგნის სიყვარულის, კითხვის მოტივაციისა და წარმოსახვის განვითარებისკენ. მინდა, თითოეულმა მათგანმა აღმოაჩინოს, რომ წიგნი საოცარი სამყაროს კარია, რომლის მიღმაც უამრავი თავგადასავალი და ჯადოსნური ამბავი ელოდება. 

 ვკითხულობთ, ვოცნებობთ და ერთად ვქმნით დაუვიწყარ მოგონებებს!“,- აღნიშნავს პედაგოგი მაია ბურდული და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203