თბილისის N124 სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის მე-3 ტური გამარჯვებით დაასრულეს
22-10-2026

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭეილია, მათი ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში კი წახალისებული. შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურობითა და მაღალი მიღწევებით გამოირჩევიან.

მიმდინარეობს თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის 2026-2027 წლების სეზონი U12 (12-წლამდელთა) ასაკობრივი ჯგუფისთვის, სადაც თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი წარმატებით ასპარეზობს.  

U12-ის მესამე ტურში, თბილისის N124 საჯარო სკოლის გუნდი N64 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მატჩი თბილისის N124 საჯარო სკოლის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. 5- 0 თბილისის N124 სკოლელების სასარგებლოდ.

 სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

 „ჩვენს მოსწავლეებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203