თბილისის N219 სკოლის მე-2 კლასელთა დაუვიწყარი საგანმანათლებლო მოგზაურობა - მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
22-10-2026

თბილისის N219 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებისთვის დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნეითი ექსკურსია მოეწყო.

ბავშვები, ძვირფასი ნანა მასწავლების ხელმძღვანელობით, ვარიანში, მათი პირველი წიგნის „დედა ენის“ შემქმნელის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. მოსწავლეება იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებაცდნობილი ფაქტიც შეიტყვეს. სიხარულით დაათვალიერეს დიდი პედაგოგის სახლ-კარი და უკეთ გაიაზრეს მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში.

„ჩემი მეორეკლასელების პირველი, დაუვიწყარი მოგზაურობა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში (ვარიანში), სადაც ქართული ანბანისა და „დედა ენის“ დიდი ქურუმი, იაკობ გოგებაშვილი დაიბადა და გაიზარდა. სახლ-მუზეუმის ეზოში ფეხი დავდგით თუ არა, თითქოს ზღაპრულ სამყაროში გადავინაცვლეთ. მწვანეში ჩაფლული ეზო, ძველი ქართული სახლი და სიმშვიდე, რომელსაც ქმნის ეზოშივე აგებული ეკლესია და პატარა მდინარე. მასში მოცურავე თევზებმა, რომელიც იაკობის საყვარელი ადგილი იყო, პატარებს განსაკუთრებულ განწყობა შეუქმნა.

ბავშვებმა ინტერესითა და აღტაცებით დაათვალიერეს ოთახები, სადაც იაკობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. პატარებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ სად იწერებოდა ის მოთხრობები, რომლებსაც დღეს ასე დიდი ინტერესით კითხულობენ.

 მუზეუმის გიდის საინტერესო ნაამბობმა ბავშვები წარსულში მოგზაურობის მონაწილეებად აქცია. იაკობის ბავშვობის ისტორიებმა თითოეულ მათგანზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა“,- გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი.

 შემეცნებითი ნაწილის შემდეგ, ექსკურსია კიდევ უფრო მხიარულ ფაზაში გადავიდა.ბუნების წიაღში მოწყობილმა პიკნიკმა და „თათარაობამ“, დღეს განსაკუთრებულად თბილი იერი შესძინა.

 „ეს დღე თითოეულის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ცოდნის, მეგობრობისა და სიხარულის პირველი დიდი ზეიმი!“,- დასძენს მასწავლებელი და ექსკურსიიდან ვიდეოკადრებს გვიზიარებს. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203