
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ამ გზით მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, V და VI კლასის მოსწავლეები - ევა ხურციძე და ემილი ხურციძე სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ კონკურსს შეუერთდნენ, რომლის პორობა იყო შეთავაზებულიდან ერთ-ერთი წიგნის წაკითხვა და მასზე მსჯელობა.
ბავშვებმა წაიკითხეს ლ. ცუცქირიძის - „დეტექტივი ელიკე“. განიხილეს ტექსტი, მსჯელობა ჩაწერეს და გამოაქვეყნეს ვიდეო.
მათ გაიმარჯვეს და დასაჩუქრდნენ გამომცემლობის 100-ლარიანი ვაუჩერით, რომლითაც შეიძინეს წიგნები.
გარდა ამისა, ევა ხურციძე VIა კლასში განხორციელებული პრორქტის -,,მე მიყვარს კითხვა"-აქტიური მონაწილეა, ის „როგორც საუკეთესო მკითხველი“ სკოლის დირექციამ სიგელით დააჯილდოვა.
მოსწავლეთა პედაგოგი პედაგოგი მ. კიკვაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: