
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი გამორჩეულად აღინიშნა.
19 ოქტომბერს, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი
ღონისძიება გაიმართა, რომელთა მიზანი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იყო მოსწავლეებში ქრისტიანული ღირებულებების, ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის გაღრმავება.
თარიღთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
1.ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
2.თეატრალური წარმოდგენა.
ღონისძიებები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად შემოქმედებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: