მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების სრული დაცვით ჩატარდა
22-10-2026

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნები სკოლაში დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.

„მოსწავლეებმა გააკეთეს თავისი არჩევანი და ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანდიდატს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203