აღაიანის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებს დამრიგებელმა საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებულად მიულოცა 
21-10-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები აღნიშნული და წახალისებულია. 

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა „კინგსის“ მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზეს და პირველი და მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს. 

მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა. 

„ვულოცავთ, ჩვენს პატარა მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებთ მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ცოდნის გაღრმავებასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203