
წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და ხედვის წარდგენის ოფიციალური ვადა 28 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაცია განათლების სამინისტროში დაადასტურეს.
შესაბამისად, პედაგოგებს მიეცათ დამატებითი დრო საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად მოსამზადებლად, საკუთარი ხედვის უკეთ ჩამოსაყალიბებლად და რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად.
აქამდე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები სოციალურ ქსელბში ღიად აღნიშნავდნენ, რომ დრო ცოტა იყო ყველა საჭირო დოკუმენტის სრულფასოვნად მოსაწესრიგებლად.