„ჩვენი ძირითადი მიდგომაა, ახალგაზრდები გამოადგნენ ოჯახს, ქვეყანას და ღირსეული მამულიშვილები იყვნენ“- ანზორ მიქელაძე, ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
21-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ოკამის N1 საჯარო სკოლა მუდმივად ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალურ და პიროვნულ განვითარებაზე. სკოლის მენეჯმენტი და მასწავლებელთა გუნდი დაუღალავად შრომობს, რათა ახალგაზრდებს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა და ჩამოაყალიბოს ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად.

სკოლის წარმატებისა და სწავლების მაღალი დონის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი სწორი საგანმანათლებლო ხედვა და ინოვაციური მიდგომებია, რაზეც ხელმძღვანელი - ანზორ მიქელაძე  etaloni.ge-სთან დეტალურად საუბრობს და განსაკუთრებულ ყურადღებას სასკოლო სივრცეში ჯანსაღი ატმოსფეროზე, აკადემიური წესრიგის შენარჩუნებაზე ამახვილებს.

„ვამაყობ, რომ ჩვენს სკოლაში მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან და შესაბამისად, სწავლების დონეც მაღალია. ჩვენი ძირითადი მიდგომაა, ახალგაზრდები გამოადგნენ ოჯახს, ქვეყანას და ღირსეული მამულიშვილები იყვნენ“,- აღნიშნავს ბატონი ანზორი და დასძენს, რომ დისციპლინური სიახლეები, მათ შორის მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს, გამორიცხავს ყურადღების გაფანტვას გაკვეთილებზე და პირდაპირ აისახება აკადემიურ მიღწევებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203