
„სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა თვითშეფასების მიზნით აანალიზებს საკუთარ საქმიანობას და განსაზღვრავს საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.
საჭიროებების საფუძველზე, სკოლა განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნაწილებს მათ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს“, - ასე წერია მასწავლებელთა კარიერული წინსვლის დოკუმენტში.
თუმცა საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ წინსვლის მსურველ მასწავლებელს, რეგისტრაციისას 0 ვაკანტური ადგილი ხვდება? და ზოგადად, ვინ განსაზღვრავს ამ ვაკანტური ადგილების რაოდენობას?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
ცხელ ხაზზე განმარტეს: „თუ უფროს მასწავლებელს წამყვანობა სურს და 0 ვაკანტური ადგილია ასახული, შეუძლია მიმართოს სკოლის დირექტორს რედაქტირებისთვის, ხოლო მენტორობის მსურველმა პედაგოგმა - რესურსცენტრს უნდა მიმართოს“.
ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ