აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
21-10-2026
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათ.
 
განათლების მართვის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, უმაღლეს პროფესიულ და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge უკვე ხელმისაწვდომია.
 
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათის ნახვა პორტალზე ავტორიზაციის შემდეგ შეუძლიათ. ბარათზე მითითებულია ტესტირების თარიღი, გამოცდის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი.
 
აპლიკანტთა შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე განხორციელდება.
 
ტესტირება 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება. 24 ოქტომბერს აპლიკანტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში, ხოლო 25 ოქტომბერს წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში გაივლიან ტესტირებას.
 
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, წინასწარ გადაამოწმონ საგამოცდო ცენტრის მისამართი და გაითვალისწინონ გამოცდაზე გამოცხადების დრო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203