გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე, მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
21-10-2026

გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ.

მე-9კლასის მოსწავლე ლიზა ლობჟანიძემ ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორე მედალი მოიპოვა.

ამჯერად, მე-9 კლასელმა 70კგ წონით კატეგორიაში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

„სასიხარულო და საამაყო ამბავი!

ჩვენი სკოლის მე-9კლასის მოსწავლე ლიზა ლობჟანიძე (70კგ) 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ვულოცავთ, ლიზას ამ მნიშვნელოვან მიღწევას, ვამაყობთ მისი წარმატებით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ მწვერვალებსა და ოქროს მედლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203