
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ფორუმზე - ESE 2026 წარადგენენ.
საქართველოს ნაკრები, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა (GAHS) და ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHSV) მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული, 18 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მანტუაში გაემგზავრა.
ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში: გარემო და ეკოსისტემები; ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებები; ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და რობოტიკის გამოყენება.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში საქართველოს სახელით მონაწილეობენ - ნია ლომიძე, ქრისტინე ცხადაბერიძე, დავით ბიწაძე, ალექსანდრე ჩხეტიანი, ნია კიკალია, დავით დუმბაძე და ანა იოსებიძე.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დეტალურ ინფორმაციას გვიზიარებს:
„18 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) და ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHSV) მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული, ჯგუფის ორ ლიდერთან ერთად იტალიაში, ქალაქ მანტუაში გაემგზავრა.
ჩვენი გუნდი მონაწილეობს ESE 2026 - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ფორუმში, სადაც მოსწავლეები საკუთარ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში წარადგენენ:
საქართველოს სახელით საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე იასპარეზებენ: ნია ლომიძე, ქრისტინე ცხადაბერიძე, დავით ბიწაძე, ალექსანდრე ჩხეტიანი, ნია კიკალია დავით დუმბაძე და ანა იოსებიძე.
ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატება, ახალი აღმოჩენები, საინტერესო გამოცდილება და შთამბეჭდავი შედეგები!“,- აღნიშნავენ სკოლაში.