
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სიკეთის კეთებას ასწავლიან. მოსწავლეებიც კაცთმოყვარეობითა და ღირსებით გამოირჩევიან.
სასკოლო საზოგადოება ამჯერადაც სიკეთის გარშემო გაერთიანდა.
სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა მაკა შერაზადიშვილის დასახმარებლად, რომელსაც იშვიათი მწვავე იმუნური დაავადება აქვს და მკურნალობისთვის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის თითოეული წევრის ჩართულობით, მაკას დასახმარებლად 850 ლარი შეგროვდა.
„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ სასკოლო საზოგადოების ერთიანობა.
„მადლობა, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ კეთილ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეთა თვითმმართველობას ინიციატივისა და იმ დიდი გულისხმიერებისთვის, რომლითაც კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ სიკეთე გადამდებია, ხოლო ერთად ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია!
ვამაყობთ ჩვენი ცოდნელებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: