სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ
21-10-2026

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გაეცნენ.

სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, გაეცნენ მის ფუნქციებსა და მნიშვნელობას ქვეყნის მართვის პროცესში და კიდევ უფრო მეტი შეიტყვეს დემოკრატიის, კანონშემოქმედებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

„ჩვენმა ცოდნელებმა საქართველოს პარლამენტში საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მიიღეს, ახლოს გაცნობოდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქის როლი ქვეყნის მომავალში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203