
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები ცოდნას ცხოვრებას უკავშირებენ და პროექტულ მუშაობაში ხალისით არიან ჩართულნი, ამასთან საინტერესო ინიციატივებითა და შემოქმედებითობით გამოირჩევიან.
შემოქმედებითად მიუდგნენ სახელმძღვანელოში მოცემულ პროექტს, მე-5ა კლასის მოსწავლეები და წარმოადგინეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სურათები სხვადასხვა ფორმით: კედლის გაზეთის, ბუკლეტის, ალბომისა და წიგნის სახით.
გარდა ამისა, გაამრავალფეროვნეს დავალება: დაურთეს ნახატები ეთერის სკოლაზე, მოიძიეს მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ბრძნული გამონათქვამები, ლექსები, გაუკეთეს წარწერები, შემდეგ კი დაისწავლეს და წარმოთქვეს ზეპირად. ასე რომ, პრეზენტაცია ლამაზ ღონისძიებად აქციეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მ. კიკვაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: