ქვემო ქედის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია წიკლაური წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
21-10-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მასწავლებლის - მაია წიკლაურის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა აღინიშნა. 

პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა.

მაია წიკლაურს თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის დაფასება და მისი ამაგის აღიარება და მას კიდევ მრავალი ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა! სიამაყითა და უდიდესი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ დამსახურებულ მასწავლებელთა რეგიონულ დაჯილდოებაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რჩეულ პედაგოგთა შორის ჩვენი სკოლის გამორჩეული მასწავლებელი, მაია წიკლაური დასახელდა! 

ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება 

როგორც პატრიარქი გვმოძღვრავდა, ჩვენი ყოფის უზენაესი საყრდენი და საზომი სწორედ სამი მარადიული ცნებაა - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. თითოეული პედაგოგის თავდაუზოგავი შრომაც სწორედ ამ უდიდეს ღირებულებებს ემსახურება. მაია მასწავლებელიც ზუსტად ამ გზით, ცოდნასთან ერთად, ღირსებასა და ადამიანობას უნერგავს მომავალ თაობებს!

მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის, რომელიც თითოეული დამსახურებული მასწავლებლის შრომის დაფასებასა და წახალისებას ემსახურება! 

მთელი სკოლის სახელით, ვულოცავთ მაია წიკლაურს და ვუსურვებთ ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203