„მაგალითის ძალა” - ქუთაისის N38 სკოლის მოსწავლეებმა შუშანიკისა და ქეთევან დედოფლის მოწამეობრივ გზას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
22-10-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.

აღსანიშნავია, პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.

იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ შესწავლის შემდეგ IXგ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია  -„მაგალითის ძალა”, სადაც შუშანიკისა და ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი გზის შესახებ ისაუბრეს.

შეადარეს ერთმანეთს ორი დედოფლის ცხოვრების გზა და ეპოქები, რომლებშიც მოღვაწეობდნენ.

მოსწავლეებმა ნაშრომები წარმოაჩინეს, თუ რა მაგალითს აძლევს თანამედროვე ადამიანს ღირსეული წინაპრის ცხოვრება.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მ უჩაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203