დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მათემატიკის წრემ გასული სასწავლო წელი შეაჯამა
18-07-2018
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მათემატიკის წრემ „პატარა გენიოსები“ წრის წევრთა ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
წრეში გაწეული მუშაობის შესაჯამებლად ტესტური წერა ჩატარდა.
„ყველა მონაწილემ გამოამჟღავნა თავისი ცოდნა. მეტად საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა ბუკების საშუალებით საუკეთესო მათემატიკოსის გამოვლენა. ეს ტიტული წილად ხვდა ოთხ მონაწილეს: ნიკა თავართქილაძეს, ნატა აბულაძეს, ელენე ართმელაძეს და თორნიკე აბულაძეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
წრის მეცადინეობას ესწრობოდნენ მშობლები, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძრვანელი, მასწავლებლები და დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში მანანა შავაძე.
მანანა შავაძემ შეაჯამა წრის მუშაობა, მადლობა გადაუხადა ყველას საინტერესო და სახალისო მეცადინეობებისთვის და აღნიშნა გარკვეული მიღწევები.
მშობლებმა წრის მუშაობა დადებითად შეაფასეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია