აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
21-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისითა და დიდი შემართებით დაიწყეს. 

პედაგოგი ბავშვების მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და პატარებს საინტერესოსთან ერთად, სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობს. მრავალფეროვანია მოსწავლეთა სასწავლო აქტივობები, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

გამორჩეული აღმოჩნდა საანბანო პერიოდის დაწყება, პედაგოგმა პატარებს პირველი ასო ბგერა გააცნო და წიგნიერების სამყაროში დიდი სიყვარულით შეუძღვა. 

მოსწავლეებმა აქტივობები ხალისით შეასრულეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203