სკოლა „ოპიზას“ მე-7 კლასელები გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
21-10-2026

სკოლა „ოპიზას“ მე-7 კლასელები პოეტთა მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მის მემორიალური მუზეუმში სიღრმისეულად გაეცნენ. 

მე-7ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ნათია ლოლაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - თამთა კანდელაკის ხელმძღვანელობით, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. მოსწავლეები კიდევ უფრო დეტალურად გაეცნენ დიდი პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას და მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ახალი დეტალიც შეიტყვეს. 

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას - „პოლინდრომი“ და ხალისით ისწავლეს რა არის პოლინდრომი და როგორ „გამოიცნონ“ ან შეადგინონ ის. 

მოსწავლეებისთვის გალაკტიონის მემორიალურ მუზეუმში ვიზიტი, მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ცოდნისა და თვასლაწიერის გაფართოების მიზნით, სკოლა „ოპიზა“ ბავშვებს არაერთ გასვლით ღონისძიებასა თუ ექსკურსიას სთავაზობს. მუზეუმებში ვიზიტი კი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203