ბალღოჯიანის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ კირიაკოვი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა 
21-10-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მასწავლებელის თამარ კირიაკოვის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა საზეიმოდ აღინიშნა. 

მასწავლებელს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიებაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლიდან წლის წარმატებულ პედაგოგად დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამარ კირიაკოვი წარადგინეს.

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მომავალ პროფესიულ წარმატებებს უსურვებს.

სკოლა მადლობას უხდის ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პედაგოგთა მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203