
სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
მე-3 (მწვანე) კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ანა ბაიდარაშვილის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ შესასწავლად - მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს აკაკი წერეთლისა და სხვა დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების ხსოვნას.
გასვლითი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა დიდი ქართველი მწერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და გასვლითი ღონისძიებიდან ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: