
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისა სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. აღსანიშნავია როლური თამაში, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
პოლიტიკური აუცილებლობა თუ ადამიანის ღირსება? - სწორედ ეს კითხვა დასვეს „შუშანიკის წამების“ შესწავლის შემდეგ მე-9 კლასელებმა და V საუკუნის ისტორიული დილემა XXI საუკუნის სასამართლო დარბაზში გადმოიტანეს და ვარსქენ პიტიახში გაასამართლეს.
მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს და „საქმე“ საინტერესოდ განიხილეს.
გაკვეთილი მართლაც შთამბეჭდავად წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
„ვარსქენ პიტიახშის გასამართლება“ - გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თავისუფლება, ღირსება და სულიერი ფასეულობები უზენაესია!
იამაყეთ, თქვენი შვილებითა და მოსწავლეებით - მათ დღეს საოცარი მომზადება და არგუმენტირებული მსჯელობა აჩვენეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: