
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მე-8ბ კლასის მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც გამართეს ინტეგრირებული ღონისძიება - “ ... და შენ ბრძანდები დიდი ქართველი“. ღონისძიებამ ქართული ლიტერატურა და სახვითი ხელოვნება გააერთიანა.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ა. ხურციძე, მ.კიკვაძე, ე. კიკვაძე. ჩართული იყვნენ მშობლები. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს მუზეუმს.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს, დაისვენეს, გაერთნენ, გადმოსცეს შთაბეჭდილებები.
„მადლობა, სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ხელშეწყობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: