ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე
21-10-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას სიხარულით გვიზიარებს. სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

ძიუდოს ტურნირი - International Grand Prix of Poprad 2026 10-11 ოქტომბერს, სლოვაკეთში, ქალაქ პოპრადში, გაიმართა და მასში 10 ქვეყანა მონაწილეობდა.

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მესტიელმა ახალგაზრდებმა, მათ შორის ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ლევან გურჩიანისა და ოთო თამლიანის ხელმძღვანელობით, საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 

  • I ადგილი - გიორგი ფარჯიანი ​- ოქრო; 
  • I ადგილი - მათე კვანჭიანი - ოქრო; 
  • I ადგილი - მიქაელ კვანჭიანი - ოქრო;
  • I ადგილი - ​ესავი აბდელანი ​- ოქრო;
  • II ადგილი- გოდე თამლიანი ​- ვერცხლი.

ასევე მონაწილეობა წარმატებით დაასრულა კოტე ფირცხელანმა.

ქართველმა ახალგაზრდება გუნდურობაში პირველობაც არავის დაუთმეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავენ და ახალი საიმაღლეებისა და საერთაშორისო ასპარეზის დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203