
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
IVგ კლასის მოსწავლეები ყვარელს ესტუმრნენ, სადაც რთველში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა დააგემოვნეს ყურძენი, მოადუღეს თათარა და ჩურჩხელები თავადვე ამოავლეს, ასევე ინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და გაეცნენ დიდებული მოღვაწის ცხოვრებას.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და ყვარლიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„შემოდგომის თავგადასავალი ყვარელში, სადაც ულამაზესი დღე გაატარეს და ნამდვილი შემოდგომის დღესასწაული მოიწყვეს. უამრავი ლამაზი მოგონება და დაუვიწყარი ემოცია ერთი ტკბილი დღიდან!“,- ასე აფასებენ სკოლაში გასვლით ღონისძიებას და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შემეცნებით და სახალისო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: