
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგის - ნინო ღუდუშაურის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი აღინიშნა.
ნინო ღუდუშაური პედაგოგიური ღვაწლისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გამართულ ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებაზე, ყაზბეგის სკოლებიდან წარდგენილ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მათ შორის, ნინო ღუდუშაურს საპატიო სიგელები გადაეცათ.
სკოლაში ახარებთ კოლეგის შრომის დაფასება და მას კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„განსაკუთრებით ვამაყობთ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დაწყებითი კლასების მასწავლებლით - ნინო ღუდუშაურით, რომელიც ამ ჯილდოზე იქნა წარდგენილი.
დიდი მადლობა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყაზბეგის მერიას მხარდაჭერისთვის.
ყველა პედაგოგს ვულოცავთ ამ დაფასებას. მადლობა თქვენი შრომისთვის და ჩვენი შვილების მომავლის შენებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.