ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა
21-10-2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.

ახლახან, ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებისგან შედგენილმა გუნდმა, მონაწილეობა მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსის პირველ ტურში, რომელიც ერგის საჯარო სკოლაში გაიმართა. გუნდს კაპიტანი იყო მეხუთე კლასის მოსწავლე საბა მახარაძე. კონკურსი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მიეწყო. მოსწავლეებს შემოქმედებითი დავალება ჰქონდათ შესასრულებელი - მოცემული ტექსტის გაგრძელება და მისთვის შესაბამისი სათაურის შერჩევა, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და წერითი უნარების განვითარებას.

„ვულოცავ, ჩემს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდეგ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203