„მასწავლებელო, მე თქვენ მიყვარხართ, მასწავლებელო, გისმენთ...“ - ქუთაისის N19 სკოლაში პედაგოგთა პროფესიულ დღეს გამორჩეულად აღნიშნავენ
21-10-2026

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები საკუთარ პროფესიას გულანთებული ემსახურებიან და ლომის წილი შეაქვთ განათლებული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირებაში. 

მოსწავლეებიც აფასებენ მათ ამაგსა და პატივს სცემენ მასწავლებლის პროფესიას. 

 „მასწავლებელო, მე თქვენ მიყვარხართ, მასწავლებელო, გისმენთ...“ - ამ სლოგანით აღნიშნავენ სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს.

დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს, რომელთა მიზანი პედაგოგთა ღვაწლის აღნიშვნა და მათი შრომის აღნიშვნაა.

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203