ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვასასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
დამსახურებული სიგელები და დიპლომები გადაეცათ წარმატებული შედეგების მქონე მოსწავლეებს:
- III კლასი - ელეონორა შავაძეს, დამიანე გიორგაძეს, ალისია ცეცხლაძეს, ლაშა-გიორგი შუშაძეს, ივლიტა გურგენაძეს, დათა თეზელაშვილს;
- IV კლასი - იაკობ ხაჯიშვილს, ლიზა დუმბაძეს, ელენა დუმბაძეს, ლიზა ქარცივაძეს, ნინა ნაკშიძეს, ეგნატე მურცხვალაძეს, ევსტოლია გორაძეს, ნინო კალანდაძეს, ლილე ჩიბურდანიძეს, ნიტა შაიშმელაშვილს, ტაისია კახიძეს, ალექსანდრე ხონელიას, საბა ჩიბურდანიძეს;
- V კლასი - იოანე ხაჯიშვილს, ირაკლი ბასილიას, მარიამ დოლიძეს, ანამარია ბერიძეს, ალექსანდრე გორგილაძეს, მაქსიმე მურცხვალაძეს, ნიტა მინაშვილს, ალექსანდრე ბუაძეს, ნიტა ნიქაბაძეს, ქეთევან ცხადაძეს;
- VII კლასი - ელენე კალანდიას, მარიამ ქარქაშაძეს, ანა ცხადაძეს, ანასტასია გაგუას;
- VIII კლასი - ნუცა გაფრინდაშვილს, ალექსანდრე აბაშიძეს;
- XII კლასი - ეკატერინე მგალობლიშვილს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება, მათ წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.