
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში Xბ კლასის მოსწავლის - გია კაპანაძის წარმატებით ხარობენ.
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებულ ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზა. გია კაპანაძე კრივში ქალაქის ჩემპიონი გახდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, და წარმატებებს ვუსურვებთ გიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: