
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს.
16 ოქტომბერს, ყვარლის სკოლა-გიმნაზიას რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართული და მსოფლიო თეატრის გამორჩეული რეჟისორი რობერტ სტურუა და თეატრის დირექტორი გია თევზაძე სტუმრობდნენ .
17 ოქტომბერს კი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები რობერტ სტურუას შეხვდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ყვარლის-სკოლა გიმნაზიის მეგობრობა მიტროპოლიტი სერგის მოღვაწეობის დროს დაიწყო და დღესაც გრძელდება.
სკოლა-გიმნაზიაში ახარებთ მოსწავლეებისთვის მიცემული უნიკალური შესაძლებლობა და რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის დირექტორს სტუმრობისთვის მადობას უხდიან.