საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე  მათე ხოსრუაშვილი მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა
21-10-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში წახალისებულია, მათი მიღწევები კი ყოველთვის აღნიშნული, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება. 

სკოლა-გიმნაზიაში წმიდა კეთილმსახური თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ - ოლიმპიადა „ევერესტის“ მათემატიკის ოქროს ტურში გამარჯვების სიგელი გადასცა VIა კლასის მოსწავლეს - მათე ხოსრუაშვილს და საგნის პედაგოგს მარიამ გოგილაშვილს.

სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეს წარმატება მიულოცა და პედაგოგს კი მოსწავლეთა მოტივირებისა და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203