გზა დიდი წარმატებისკენ - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ინგლისური ენით იწყება
20-10-2026

განათლებისა და ინტელექტის სამყაროში ახალი, გამორჩეული სეზონი სტარტს იღებს - „ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობა რეალური შესაძლებლობაა თითოეული მოსწავლისთვის გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინოს, თუ რამდენად ფლობს საერთაშორისო ენას. მარტივად რომ ვთქვათ, „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად.

II-XI კლასელებისათვის ინგლისური ენის ოლიმპიადა შედგება უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე

სასურველი სირთულის დონის სწორად განსაზღვრისათვის, კი მოსწავლეს წინასწარ შეუძლია შეასრულოს თითოეული დონის უფასო პრეტესტი. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს ოლიმპიადებში ჩართვა უკვე პირველი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. პირველი კლასისთვის ტესტები შედგენილია ამ ასაკის მოსწავლეთა ზოგადი შესაძლებლობების გათვალისწინებით (ასაკობრივი და წინარე მასალის გამოყენებით) და ორიენტირებულია ორ მთავარ მიზანზე:
• ციფრული და ტექნოლოგიური უნარების ჩამოყალიბება;
• ტესტირების პროცესში მუშაობისა და საკუთარი ცოდნის გამოცდის უნარების განვითარება.

მონაწილეები კი ტესტის დასრულებისთანავე მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს, ხოლო ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, შედეგების მიხედვით, მიღებული ქულების შესაბამისად:
100–91 ქულა - გამოვლინდებიან ოქროს დიპლომის მფლობელები;
81–90 ქულა - გამოვლინდებიან ვერცხლის დიპლომის მფლობელები.

მათი სახელობითი ონლაინ დიპლომები კი სახალხოდ განთავსდება. 

ასევე გამოვლინდებიან უმაღლესი ხუთი ქულის მფლობელი მოსწავლეები, რომელთა შესახებ, მეორე სემესტრში, გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
·      საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
·      სკოლაში

ძვირფასო მოსწავლეებო, წინ საინტერესო გამოწვევაა! გახსოვდეთ: მთავარი გამარჯვება ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაა. წარმატებას ვუსურვებთ „ეტალონის“ დიდი ოჯახის წარმომადგენელ თითოეულ ოლიმპიელს ინგლისური ენის დაუფლებისა და წინსვლის ამ საინტერესო გზაზე - შრომა, მონდომება და ცოდნა ყოველთვის ფასდება!

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: I კლასი და II-XI კლასი

ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203