
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებსა და სხვადასხვა სასწავლო მეთოდს მიმართავენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-2 კლასელთა სპექტაკლად ქცეული გაკვეთილი.
გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა „პინოქიოს თავგადასავალი“ როლური თამაშით გააცოცხლეს.
პატარა მსახიობებმა დიდი ენთუზიაზმით მოირგეს პერსონაჟების როლები, გამოხატეს ემოციები და მხატვრულად გადმოსცეს ნაწარმოების ეპიზოდები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი გაკვეთილები ცოდნასთან ერთად ავითარებს ბავშვების წარმოსახვას, მეტყველებას, შემოქმედებით უნარებსა და თანამშრომლობის კულტურას.
„ვკითხულობთ, ვთამაშობთ, ვსწავლობთ და ერთად ვიზრდებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციონ.
იხილეთ ფოტოები: