საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს საგნობრივ კონკურსში მოპოვებული სიგელები და დიპლომები გადასცა
20-10-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში​​ მოსწავლეთა მიღწევები ყოველთვის საამაყო და საზეიმოდ აღნიშნულია. 

ახლახან, საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. კუთვნილი სიგელები გადაეცათ „კინგსის“ ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებულებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.

გამარჯვებულებს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სიგელები და დიპლომები გადასცა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203