
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში, წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ახლახან, მოსწავლეები ვიდეოპროექტში მიღწეული ბრწყინვალე შედეგებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
N21 საჯარო სკოლის მე-6 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვიდეოპროექტში. კერძოდ, მე-6 კლასელებმა წარადგინეს ვიდეონამუშევარი - „ჩვენ ვირჩევთ გერმანულს“, მე-11 კლასელებმა კი - ვიდეოპროექტი „გერმანიის ეროვნული დღესასწაული“.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით.
საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ მადლიერება გამოხატა, შეუქო შრომისმოყვარეობა და დააჯილდოვა ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის
დიდია გერმანულენოვანი საერთაშორისო პროექტის მნიშვნელობა. აძლიერებს ინტერესს უცხო ენებისას, უვითარებს ენობრივ უნარებს, უხსნის გზას ახალი კულტურული თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობებისაკენ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბავშვებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მუდმივად მხარში უდგანან თავიანთი შვილების განვითარებას!
დიდი მადლობა, მიღწევები და წარმატებები, საქმიან და მიზანდსახულ ქალბატონს, პედაგოგ მედეია რევიას გაწეული საქმიანობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტი გერმანიის საელჩოს ეგიდით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: