ცაგერის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები- დარეჯან გასვიანი, ცისანა კოპალიანი და მაყვალა ხუბუკელაშვილი განათლების მინისტრის მოადგილემ დააჯილდოვა
20-10-2026

ცაგერის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებლების - დარეჯან გასვიანის, ცისანა კოპალიანისა და მაყვალა ხუბუკელაშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.

მასწავლებლები ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

მათ წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისა დ ამომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. 

მასწავლებლებს დამსახურებული ჯილდო განათლების მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გადასცა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა დამსახურების აღიარება და მათ კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ჩვენს დამსახურებულ მასწავლებლებს ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203