„მწვანე შეფუთვა: მეორადი ქაღალდის ცირკულარული სახელოსნო“​ - ლესიჭინეს თემის N3 სკოლის ეკოპროექტი კონკურსის გამარჯვებულია
20-10-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან. მათი შრომა და მონდომება და სათანადოდ დაფასდა. 

სკოლამ გაიმარჯვა ეკოპროექტების კონკურსში პროექტით - „მწვანე შეფუთვა: მეორადი ქაღალდის ცირკულარული სახელოსნო“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია სკოლაში ინოვაციური სივრცის შექმნა, სადაც ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენები (მაკულატურა) გადაიქცევა ეკომეგობრულ, ხელნაკეთ შეფუთვებად და ჩანთებად - ნარჩენიდან - რესურსამდე.

​რას აკეთებენ და რას გეგმავენ მოსწავლე-მასწავლებლები?

სეპარირება და შეგროვება: სკოლაში მოეწყობა დახარისხების კუთხეები;

გადამუშავება და ტექნოლოგია: ხელნაკეთ ქაღალდს შეუთავსებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს - 3D პრინტერით შექმნიან დიზაინერულ შაბლონებსა და ეკოშტამპებს.

ჩართავენ ადგილობრივ თემს - წამოიწყენენ კამპანიას „გაცვალე მაკულატურა ეკოჩანთაზე“ და ითანამშრომლებენ ადგილობრივ მეწარმეებთან, რათა ეტაპობრივად ჩანაცვლდეს პლასტმასის პარკები.

„ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებლებია (6 თვეში):

150–200 კგ გადამუშავებული მაკულატურა;

300+ დამზადებული და გაცვლილი ეკოჩანთა;

15 უშუალოდ ჩართული მოსწავლე და 50+ მოსწავლე სეპარირების პროცესში;

საგანმანათლებლო ვორქშოპები და პარტნიორობა ადგილობრივ ბიზნესთან“,- აღნიშნავენ სკოლაში ახარებთ ბრწყინვალე სიახლე და მადლობას უხდიან პროექტის ავტორებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

„ერთად შევქმნათ უფრო სუფთა სკოლა და უფრო მწვანე თემი!“,- ასეთია ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203