„ჩვენ და ევროპა“ - დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში, უცხო ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების თანამშრომლობით, საინტერესო აქტივობა განხორციელდა
20-10-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის უცხო ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების ურთიერთთანამშრომლობით, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, თემაზე - „ჩვენ და ევროპა“ საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის ძირითადი მიზანი იყო: მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გამოვლენა და ისტორიის ცოდნა, პარალელურად კი უცხოური ენის გამოყენება პრაქტიკული კომუნიკაციისთვის.

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი, ასევე ისაუბრა ისტორიულ და კულტურულ საკითხებზე.

უცხო ენის მასწავლებლები კი მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებსა და „ისტორიულ ხიდებზე“ (სულხან საბას მოგზაურობა) მოუყვნენ. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, პოსტერები და ნამუშევრების მთავარი აზრი და მნიშვნელობა უცხოურ ენაზე მოკლე განმარტებით ახსნეს.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ორივე კათედრის წევრებს - შორენა სიხარულიძეს, მარინა რუსიეშვილს, ლედი ინწკირველს, რუსუდან აბაშიძეს, ნარგიზ ქორიძეს, თინა ასათიანს, მანანა კიკაბიძეს, საინტერესო, შემეცნებით აქტივობაში, აქტიური ჩართულობისათვის და მადლობის სიგელები გადასცა ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - თინა ასათიას და ინგლისური ენის მასწავლებელ ლედი ინწკირველს. დაიგეგმა მომავალი აქტივობა სხვა კათედრებთან ურთიერთთანამშრომლობის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203