
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.
პირველი კლასის დამრიგებლის აკაკი აბაშიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში იმდენი ხე დაირგო, რამდენი პირველკლასელიც ჩაირიცხა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ მისი სახელობის კვიპაროსი იფესვიანებს და ისინი ერთად გაიზრდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით 40 000-ზე მეტი პირველკლასელი ნერგს დარგავს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეკოინიციატივა ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელს მოიცავს.
იხილეთ ფოტოები: