თბილისის N108 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად აღინიშნება 
20-10-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღნიშნავენ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს, რომელთა მიზანი პედაგოგთა ღვაწლის აღნიშვნა და მათი შრომის აღნიშვნაა.

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ლამაზ, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ, ჯანსაღ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203