აშკალის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი ვარდიტერ ხეჩოიანი მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
19-10-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დამსახურებული მასწავლებლების მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიული საქმიანობის შეფასება გრძელდება.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში,  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დამსახურებულ მასწავლებელს - ვარდიტერ ხეჩოიანს მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის წერილი გადაეცა.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლის დაფასება, ვარდიტერ ხეჩოიანს კი კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ქალბატონ ვარდიტერს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას ვუხდით წლების განმავლობაში თქვენი ღირსეული შრომისა და თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

ეს ჯილდო მისი მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების დაფასებაა. 

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203