სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
19-10-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

5 ოქტომბერს მსოფლიომ მასწავლებლის საერთაშოროსო დღე აღნიშნა, რომელსაც აქტიურად გამოეხმაურნენ  სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, პედაგოგებს ლექსები, სიმღერები და საცეკვაო ნომრები მიუძღვნეს და მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

​მოსწავლეებმა მასწავლებლებს დაუვიყწარი წუთები და ემოციები აჩუქეს და პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად გაულამაზეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203