იანეულის საჯარო სკოლაში საქართველოს სახელით ოსკარზე წარდგენილი ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
19-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა კინოხელოვნებით დაინტერესებასა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში საპატიოს სტუმრებს უმასპინძლეს. სკოლას სტუმრობდა ქართული ფილმის - „გურია“ რეჟისორის - ლევან კოღუაშვილის მეუღლე ელისო სულაკაური, რომელიც ფილმის თანამონაწილეა და ასევე - ამავე ფილიმის ფილმის მთავარი მენეჯერი პაატა ქვრივიძე. 

სტუმრებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს მოსწავლე-მასწავლებლებთან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა კინოსურათი „ოსკარის“ პრემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს სახელით.

სკოლაში ფილმის რეჟისორს - ლევან კოღუაშვილს წარმატებას ულოცავენ და მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

„გილოცავთ, ბატონო ლევან ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203