სარუსოს საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები - ზინაიდა ცხოვრებაძე და მარიამ ბრეგვაძე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
19-10-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის ამაგდარი ​მასწავლებლების - ზინაიდა ცხოვრებაძისა და მარიამ ბრეგვაძის პედაგოგიური ღვაწლი აღინიშნა. 

მასწავლებლები ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოებაზე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა პედაგოგთა შრომისა და ღვაწლის დაფასება და მათ კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„მასწავლებლობა ესაა პროფესია რომელიც თაობების მომავალს ქმნის. ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების შრომა კიდევ ერთხელ დაფასდა და აღინიშნა.

გვინდა, განსაკუთრებული სითბოთი და სიამაყით მივულოცოთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ და საამაყო მასწავლებლებს - ზინაიდა ცხოვრებაძესა და მარიამ ბრეგვაძეს დამსახურებული ჯილდოს მიღება.

მათი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა, მოსწავლეებისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავდადება ის ფასეულობებია, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

მასწავლებლის ნამდვილი ჯილდო მხოლოდ ერთი დღის აღიარება არ არის - ეს არის იმ ადამიანების სიყვარული და პატივისცემა, რომელთა ცხოვრებაშიც მას თავისი კვალი დაუტოვებია.

სარუსოს საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ქალბატონებს ამ მნიშვნელოვან და დამსახურებულ აღიარებას! 

ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ წარმატებასა და კიდევ მრავალი თაობის სიყვარულითა და სიბრძნით აღზრდას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203