
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში კლასებში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები, რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გეგმავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის, თანამშრომლობისა და სასკოლო ცხოვრებაში მათი როლის გაძლიერების საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს თვითმმართველობის წევრებმა თავმჯდომარე აირჩიეს, რითაც მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა თვითმმართველობა მნიშვნელოვანი სივრცეა პასუხისმგებლობის, ლიდერული უნარების, გუნდური მუშაობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისთვის.
„გვჯერა,მოსწავლეთა ინიციატივები, შემოქმედებითი ხედვა და ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლის ცხოვრებაში ახალი იდეებისა და საინტერესო პროექტების განხორციელებას.
ვუსურვებთ თვითმმართველობის თითოეულ წევრს წარმატებას, ნაყოფიერ საქმიანობასა და არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: