
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ბუნებისმეტყველებას მრავალფეროვანი აქტივობებით, ექსპერიმენტებითა და საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ, რაც ბავშვებისთვის საგნის სწავლას სიხარულად აქცევს.
Vlა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნაირა ვასაძის ხელმძღვანელობით, გაკვეთილებზე ახალ ცოდნას იძენენ, იკვლევენ და შეიცნობენ სამყაროს. სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებასა და აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. გაკვეთილებზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთს ერწყმის, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
„ბუნებისმეტყველება აღმოჩენების, შემეცნებისა და ახალი შესაძლებლობების სამყარო! ახალი სასწავლო წელი ბუნებისმეტყველებაში ემოციებით, საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი თავგადასავლებით დაიწყო. თითოეული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ახალი აღმოჩენების, ცნობისმოყვარეობისა და სამყაროს შეცნობის შესაძლებლობაა. სწავლა ხომ ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც ცოდნა ემოციებს, გამოცდილებასა და აღმოჩენების სიხარულს ერწყმის!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ერთ-ერთი შთამბეწდავი გაკვეთილიდან ვიდეომასალას გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო: