ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული გაკვეთილი
19-10-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ, აქტიურად ზრუნავენ ბავშვების მოტივაციაზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი გაუმრავალფეროვნონ. 

აღსანიშნავია, ll კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი თემაზე - ტარიელ ჭანტურიას „ნუციკო“. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი სალომე ანთაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების გააქტიურებითა და სააზროვნო შეკითხვით დაიწყო: რა არის აუცილებელი სკოლაში მოსწავლისთვის? მსჯელობა მრავალფეროვანი და სახალისო აღმოჩნდა.

ლექსის შინაარსის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული ანიმაცია იხილეს, რომელმაც ტექსტის აღქმა უფრო თვალსაჩინო და საინტერესო გახადა.

შემდგომი აქტივობები ფერად პერსონაჟებთან მუშაობას, შესაბამისობების დადგენასა და ილუსტრაციების შექმნას დაეთმო. სახალისო დავალებებმა მოსწავლეებს ტექსტის გააზრების, დაკვირვების, ლოგიკური მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

გაკვეთილზე ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა კითხვა, მსჯელობა, ვიზუალური მასალის აღქმა და პრაქტიკული აქტივობები. შედეგად, ლიტერატურული ტექსტის შესწავლა იქცა მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად, რომელშიც ცოდნის მიღება, შემოქმედება და სასიამოვნო სასწავლო გარემო ერთიანდება.

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203